საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს აჭარაშიც

23 მაი 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს აჭარაშიც. შუახევში კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასა და ცენტრალურ ქუჩებში ეწყობა სადღესასწაულო სივრცეები, გამოიფინა სახელმწიფო დროშები და 26 მაისთან დაკავშირებული ატრიბუტიკა. 26 მაისისთვის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და საბავშვო აქტივობებია დაგეგმილი.