საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა

16 ივნ 2026

ხულოში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო. პირველი რეისი დღეს დილის 9 საათზე შესრულდა შესრულდა ხულო–ბეშუმი–ხულოს მიმართულებით.

პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა იალაღზე სპეციალური ტრანსპორტით იმგზავრონ.  

ამ ეტაპზე ტრანსპორტირება ხორციელდება ხულო–ბეშუმი–ხულოსა და ვაშლოვანი–ვაშლოვანის მთა–ვაშლოვანის მიმართულებებით. მერიის ინფორმაციით, სხვა მარშრუტები ეტაპობრივად ამოქმედდება.

პროგრამას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ის ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.