ხულოში მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა  

23 ივნ 2026

ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხულოს მუნიციპალიტეტᲨი მასწავლებელთა VI მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა თემაზე – „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

კონფერენციაში ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 57-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა საგნობრივ სექციაში საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა წარადგინა. კონფერენციის მიზანი პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარება, სწავლების თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაცია და განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.