საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის შს მინისტრს შეხვდა

27 ივნ 2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას.

ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიმოიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები და იმსჯელეს პარტნიორობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე.