07 ივლ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე სახელწოდებით „მოკავშირეები ანკარაში“ მინისტრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გზავნილებს გააჟღერებს.
ღონისძიება, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს გაიხსნება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „მოკავშირეები ანკარაში“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.