უფასო სამედიცინო გამოკვლევები

09 ივლ 2026

ხულოში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით იმართება.

ხულოს პოლიკლინიკაში მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტები უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს უფასო მედიკამენტებიც გადაეცემათ.

აქციაში ჩართული არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრის, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლისა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები. 

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის  სამინისტროსა და ხულოს მერიის წარმომადგენლები.