15 ივლ 2026
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს.
ზუგდიდში მოეწყო ტრადიციული საზეიმო მსვლელობა. დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს. მომლოცველებს აქვთ შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში, პატივი მიაგონ მას.
სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.