პატრიარქი სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში წირვას დაესწრო

19 ივლ 2026

პატრიარქი შიო მესამე სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„ამა წლის 19 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას დაესწრო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.

ღვთისმსახურების დასასრულს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.