15 ივლ 2026
ხულოში ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი, უფროსი ასაკის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა და მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაცია, სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტში ნიჭიერი მოჭადრაკეების გამოვლენა იყო. შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ჭადრაკის პირველობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა