16 ივლ 2026
კურორტ „გოდერძიზე“ მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ესწრებიან ინტერაქტიულ გაკვეთილებსა და პრაქტიკულ სესიებს მათემატიკაში, ფიზიკასა და ინგლისურ ენაში.
პარალელურად ტარდება სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც გუნდური მუშაობის, ლიდერული უნარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ბანაკში აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მეცხრე კლასის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და შესაბამის სოციალურ კრიტერიუმებს დაქვემდებარებული მოსწავლეები მონაწილეობენ.
საზაფხულო ბანაკი 10 ნაკადად ტარდება და ჯამში 300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ორგანიზებას კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უწევს.