მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას? - ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

26 ივლ 2026

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციის დღევანდელი ლოგიკა უნდა შეუტრიალოს საზოგადოებამ და მიიღებს თუ არა საზოგადოება რუსულ ოპოზიციას? - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე წერს და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს.

ანანიძე ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც იგი რუსეთთან ეკონომიკური და ტურისტული მიზნებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრობს.

„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?” - წერს ცოტნე ანანიძე.