ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩაქვში არსებული 6 საცხოვრებელი ბინის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს

29 ივლ 2026

ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩაქვში არსებული 6 საცხოვრებელი ბინის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს. აღნიშნული ფართები მოსახლეობას დაკანონებული არ აქვს, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, მას შემდეგ რაც ის აჭარის ფინანსთა ეკონომიკისა და სამინისტროს საკუთრება გახდება, ის უსასყიდლოდ გადაეცემა იქ მცხოვრებთ. დღესვე განისაზღვრა ქობულეთში, რამდენიმე ქუჩაზე საიჯარო ხელშეკრულებების საფასურებიც.

კონკრეტულად დადგინდა ფასები სწრაფი ჩასარიცხი აპარატების  ტროტუარზე განთავსებისთვის, ასევე კვების ობიექტებისთვისაც.  დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა კომპანია ,,ბამბუ ბიჩის” მოთხოვნას , რომელიც  ბობოყვათში აბაშიძის 90 , ნომერში, ახალი,  15 სართულიანი აპარტჰოტელის მშენებლობისთვის ნებართვას ითხოვს.

ამ ტიპის ობიექტი აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე  არსებობს, ახლა კი კომპანია ანალოგიური ობიექტის მშენებლობას გეგმავს.