29 ივლ 2026
დღესვე ქობულეთის საკრებულომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ადგილობრივი გეგმა დაამტკიცა. ეს არის პირველი საგრანტო პროექტი ამ მიმართულებით, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. იგი ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ასევე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გეგმას.
უფრო კონკრეტულად კი, სპეციალური ჯგუფი იმუშავებს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შემცირებაზე, რაც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, გელაურის დასახლებაში, ყოფილი ჩაის ქარხნის ტერიტორიაზე, უკვე მიმდინარეობს სკვერის მშენებლობა ,რომელიც გამორჩეული იქნება სხვა რეკრეაციული სივრცისგან იმითაც, რომ პროექტის ფარგლებში აქ დაიდგმება ნახშირბადის მთვლელი აპარატი, რომლითაც დაინტერესებულ პირს, ექნება შესაძლებლობა იმ კონკრეტულ დროს, გარემოში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის ჰაერის დაბინძურების შესახებ პროექტის მხარდამჭერია 5 პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნიდან.