მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა, ჩვენთვის კი საქართველოს განვითარების მთავარი საყრდენი - არჩილ ბერიძე ოპოზიციაზე

30 ივლ 2026

მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა, ჩვენთვის კი საქართველოს განვითარების მთავარი საყრდენი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბერიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.

"ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა, ჩვენთვის კი საქართველოს განვითარების მთავარი საყრდენი.

რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. არ არსებობს ძლიერი საქართველო, ძლიერი რეგიონების გარეშე, სწორედ ამიტომ რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - წერს არჩილ ბერიძე.