30 ივლ 2026
თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ ბერიძემ მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ძლიერი საქართველო, ძლიერი რეგიონების გარეშე.
„რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით.
არ არსებობს ძლიერი საქართველო, ძლიერი რეგიონების გარეშე, სწორედ ამიტომ რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აცხადებს არჩილ ბერიძე.