სახალხო დღესასწაული შუამთობა მთა ღომაზე

07 აგვ 2026

სახალხო დღესასწაული შუამთობა მთა ღომაზე - ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები „ფესვები“ , „მარეთი“ და ,,გოგონაᲗა ბენდი 117", ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში.

სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სადღესასწაულო საღამო მოწვეული მომღერლის, თიკა ჯამბურიას კონცერტით დასრულდა.