08 აგვ 2026
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს შუახევშიც. მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები Შეიკრიბნენ და გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
აგვისტოს ომში შუახევიდან სამი მოქალაქე დაიღუპა - მათ შორის სოფელ ბუთურაულში მცხოვრები იაგო მიქელაძე, რომელიც ცხინვალის შემოგარენში 8 აგვისტოს რუსი ოკუპანტების კასეტურ ბომბებს ემსხვერპლა. მეორე კი ბარათაულის მკვიდრი ამირან მამალაძეა.
V ქვეითი ბრიგადის კაპრალი ახალგაზრდა მებრძოლი ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. შუახევიდან არის შინდისის გმირი რომან ზოიძეც.