თუ როდისმე დავბრუნდი, რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, საკუთარ გუნდს არაბუნებრივად უნდა დავჭირდე - მდინარაძე

27 აგვ 2026

თუ როდისმე დავბრუნდი, რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, საკუთარ გუნდს არაბუნებრივად უნდა დავჭირდე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ დავჭირდები და იქნება ვინმე სხვა - შეუცვლელი არავინაა, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნდეს.

„მე ეს ასე მიმაჩნია ბუნებრივად და გულწრფელად. დაზღვევის მექანიზმად ვიტოვებ, რომ თუ როდისმე დავბრუნდი, რასაც მართლა არ ვფიქრობ, ეს რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, რომ გუნდს შეიძლება ძალიან დავჭირდე.

 

გარედან ვისი მხარდამჭერი ვიქნები და სად ვიქნები, ალბათ დარწმუნებული ხართ, ეს ყველამ იცით და ყველა ხვდება. სხვანაირად, ზიგზაგებით მე ვერ ვივლი, როგორც ვიღაც-ვიღაცები დადიან. მე ამ ტიპის ადამიანი არასდროს ვყოფილვარ და არასდროს ვიქნები. ეს ამბავი 1%-იანი დაზღვევისთვის ვთქვი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.