მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში ერთი წამით არ დაიხია უკან - მამუკა მდინარაძე

27 აგვ 2026

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე, სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას „სხვაც მშვენივრად გაართმევს თავს“.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცალე?! რეგიონებში ჩემი საქმე იყო მენეჯმენტი და მენეჯერი სხვაც მოიძებნება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი და მიმაჩნია, რომ იმ თანამდებობაზე სხვაც მშვენივრად გაართმევს თავს. სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის მომხრე არ იყო.