პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია - ცოტნე ანანიძე

28 აგვ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალებას ეხმიანება.

„პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ სამართლებრივი და ჰუმანურია“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა, მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან.