გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას  და ევროპულობას აცდენილია - ცოტნე ანანიძე

31 აგვ 2026

გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას  და ევროპულობას აცდენილია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანანიძე ოპოზიციონერი აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის მიერ ყოფილ პოლიტპატიმარ, გიორგი ზერეკიძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას  და ევროპულობას აცდენილია. ეს რაღაც  თქვენისეული 
რადიკალიზმის ბინდია", - წერს ანანიძე.

თეონა ბაღდავაძემ განაცხადა: "ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ყვება".