ხულოს  მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა

01 სექ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს. საბჭოს წევრებს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა  მიაწოდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი ჩართულობის გაზრდასა და შესაძლებლობების განვითარების საკითხებს.   ცნობილია, რომ  წელს მუნიციპალიტეტში სამი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ოთხის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ასევე კორტოხში, რიყეთსა და წაბლანაში ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა იგეგმება. წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამაც ამოქმედდა, რომელიც დედით ან დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.

სხდომაზე ახალგაზრდების საჭიროებებსა და სამომავლო ინიციატივებზეც იმსჯელეს.