ხულოში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფესტივალი გაიმართა

21 სექ 2026

ხულოში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფესტივალი გაიმართა. ფერადი დეკორაციებითა და სხვადასხვა ინსტალაციით მოწყობილ სივრცეში ახალგაზრდებსა და სტუმრებს კულტურული და გასართობ-შემეცნებითი აქტივობები დახვდათ.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა გათამაშება, ფესტივალის მუსიკალურ განწყობაზე კი ბენდები და DJ ზრუნავდნენ. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება და მათთვის განსხვავებული, არაფორმალური გარემოს შექმნა იყო.

ფესტივალს ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა ასაკის სტუმრებიც შეუერთდნენ.