შუახევში სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინარეობს

22 სექ 2026

შუახევში სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები“ მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში დღეს საკონკურსო ფილმების ჩვენება გაიმართა.

ახალგაზრდებისთვის ასევე ჩატარდა მასტერკლასები და ვორქშოპები, სადაც მონაწილეებმა კინოს შექმნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ ტარდება. საკონკურსო პროგრამაში 15 ქვეყნის 40 სმარტ-ფილმია წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ნამუშევრები. წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობის სურვილი 40 ქვეყნის 450-მა ნამუშევარმა გამოთქვა.

შერჩეული ფილმები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა. „აჭარული კინო-ამბები“ 2022 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ახალგაზრდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაა. ფესტივალის ღონისძიებები შუახევში 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.