02 ოქტ 2026
ხულოში „მოძრავი სცენის“ ფესტივალი დაიწყო. სახალხო, კერძო თეატრებისა და ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს ხულო პირველად მასპინძლობს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ხუთი თეატრალური დასი და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობენ.
პროგრამა მოიცავს სპექტაკლებს, ქუჩის მუსიკოსების კონკურსს და მონაწილეებისთვის დაგეგმილ მასტერკლასებს.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ქალაქიდან თეატრების წარმოდგენების ნახვის შესაძლებლობა ექნება.
დღეს პროგრამა „მოხეტიალე თეატრის“ სპექტაკლით „Shizo - ფრენა“ გაიხსნა, საღამოს კი ქუჩის მუსიკოსების კონკურსი გაიმართება.