ხულოში „მოძრავი სცენის“ ფესტივალი გრძელდება

03 ოქტ 2026

ხულოში „მოძრავი სცენის“ ფესტივალი გრძელდება. დღეს მაყურებელმა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „დროებითი ჩანაცვლებები“ ნახა.

სპექტაკლი ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლაზაიგის პიესის „და, შენი და? “ მიხედვითაა დადგმული.

კლასიკური ფრანგული კომედია სავსეა გაუგებრობებით, სიტუაციური იუმორითა და მოულოდნელი მოვლენებით. სპექტაკლის რეჟისორია ვეფხია ნადირაძე. დღესვე, ხულოს დრამატულ თეატრში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს სახელოვნებო სკოლის პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

„მოძრავი სცენის“ ფესტივალი ხულოში 4 ოქტომბერს დასრულდება.