04 ოქტ 2026
თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დღეს საზეიმოდ, გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება.
ხულოს დრამატულ თეატრში მაყურებელმა თბილისის მრავალფუნქციური დამოუკიდებელი თეატრის სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“ ნახა. წარმოდგენა ქართული ტრადიციების, სიყვარულისა და დედობრივი მზრუნველობის თემებს აერთიანებს.
ასევე, დღეს ხულოში ხელვაჩაურის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ წარადგინა. წარმოდგენა ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და მისი რეჟისორი ზურაბ ცინცქილაძეა.
მსახიობებმა მაყურებელს ნაწარმოების განსხვავებული ინტერპრეტაცია შესთავაზეს. ხულოში სამი დღის განმავლობაში მაყურებელს სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა.
პროგრამა, ასევე, მოიცავდა ქუჩის მუსიკოსების კონკურსსა და მონაწილეებისთვის გამართულ მასტერკლასებს.