21 ოქტ 2026
ხულოში "ეკომეგობრული აჭარა" ფარგლებში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მათ პროექტის მიზნები და კონკურსის პირობები გააცნეს.
კამპანია "ვეისთლესის" ინიციატივით ხორციელდება და ელექტრონარჩენების სწორად მართვის პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
30 ოქტომბრიდან შერჩეულ სკოლებში ელექტრონარჩენების შეგროვების ორკვირიანი კონკურსი დაიწყება. მოსწავლეები პარალელურად სოციალურ ქსელებში საინფორმაციო კამპანიასაც გამართავენ. პროექტში აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის 36 სკოლა მონაწილეობს.
კამპანია 28 ნოემბერს ბათუმში ეკოფესტივალით დასრულდება, სადაც გამარჯვებული სკოლები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.