22 ოქტ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას - „ვარდისფერ ოქტომბერს“ - შეუერთდა.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს დაავადების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ დაავადების დროული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ღონისძიება შუახევის მერიისა და საკრებულოს, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.