ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას შუახევისა და ქედის მოსწავლეები დაესწრნენ

04 ნოე 2026

თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება შუახევსა და ქედაში.

ზღაპრის გმირებს, ფერად პერსონაჟებსა და ეკრანზე გაცოცხლებულ ისტორიებს - თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას შუახევისა და ქედის მოსწავლეები დაესწრნენ.

მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კრებული „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“ ნახეს.

კინოჩვენებები „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.