უფასო სამედიცინო გამოკვლევები

16 ივლ 2017

ხულოსა და შუახევის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქედაში გაგრძელდა. დღის განმავლობაში მერისის მოსახლეობას  საშუალება ჰქონდა ენდოკრინოლოგიური და ექოსკოპიური მომსახურებით ესარგებლა.

კონსულტაციები თერაპევტმა, ნევროლოგმა, ტრავმატოლოგმა და ქირურგმა ჩაატარეს. უფასო გამოკვლევების აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ორგანიზებით გაიმართა.