საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ ზუკა ფაღავას დღეს დაკრძალავენ

04 აპრ 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ ზუკა ფაღავას დღეს დაკრძალავენ. 26 წლის ახალგაზრდა 30 მარტს კლინიკა ,,მედ-ცენტრში”  გარდაიცვალა, მიზეზად კი გულის გაჩერება დასახელდა.

პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო მაუწყებელმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური წერილით მიმართა, რომლის საფუძველზეც უწყება შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.