04 ივნ 2018
მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის ფაქტებზე გვიყვებიან და მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ ქობულეთის დაბასა და სოფლებში.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობაში კი აცხადებენ რომ ტენდერით მომსახურება უკვე შეისყიდეს, რომელიც ძაღლების კლინიკურ კვლევას, მკურნალობას და ღია სივრცეში დაბრუნებას ითვალისწინებს.
მოქალაქეები კი ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა ისინი მაინც აწყდებიან ყოველდღიურად საფრთხეს და შესაბამის კომპანიას უფრო ხშირი მონიტორინგისკენ მოუწოდებენ.