ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე

29 ივნ 2018

''ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა  მიშა ბოლქვაძემ ბიუჯეტში შესატანი ცვლილება გააპროტესტა, რომელსაც გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა. საუბარია  ტრანსპორტის  ექსპლუატაციისა და მოვლა- შენახვისათვის გამოყოფილ 60 ათას ლარზე.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და რიგგარეშე სხდომის დანიშნვას ითხოვს, ასევე მიმართავს პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძეს და მთავრობას.  

ბრალდებებს ხელვაჩაურის მერი გამოეხმაურა.  ჯუმბერ ვარდმანიძემ  თანხის დამატება საჭიროებით ახსნა და  განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის’’ სურვილი  მუნიციპალიტეტის პარალიზებაა.