სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო

18 ივლ 2018

დღეს ერთი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ  გზაზე. საპროტესტო აქცია, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მძღოლებმა გამართეს.  მათი თქმით, ტურისტების თურქეთში გადაყვანისას ადგილობრივი ტაქსის მძღოლები ფიზიკურად უსწორდებიან, თურქეთის პოლიცია კი აჯარიმებს.

ქართული მხარე თურქეთში, ხოფაში საკონსულოს წარმომადგენლის დანიშვნას მოითხოვს,  რომელსაც პრობლემების შექმნის შემთხვევაში დაუკავშირდებიან.