ქედაში ძველი მარანი აღმოაჩინეს

29 აგვ 2018

არქეოლოგიური აღმოჩენა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში. ნაზიმ და ჯამბულ ბერიძეების საკარმიდამო ნაკვეთში თიხის 13 ქვევრი იპოვეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თიხის ქვევრები, სავარაუდოდ, VI- XII საუკუნეს ეკუთვნის. 

მიწის მფლობელი ამბობს რომ თიხის არტეფაქტები პირველად 30 წლის წინ აღმოაჩინა, მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი სპეციალისტები მოიწვია. სავარაუდოდ მარნის ადგილზე მუზეუმს მოაწყობენ.