დაბა ქედაში მინი სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

08 ოქტ 2018

 დაბა ქედაში, ეკნარის დასახლებაში მდებარე სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  მოეწყო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათებები და გამოიცვალა რკინის კონსტრუქციები. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 28 ათასი ლარი გამოიყო.