ორცვის, აქუცისა და ჭალახმელას საცალფეხო ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

12 ოქტ 2018

ორცვის, აქუცისა და ჭალახმელას საცალფეხო ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ხის კონსტრუქციები ლითონის მყარი კონსტრუქციებით ჩანაცვლდა და შეკეთდა მოაჯირები. 

ბაგირზე დაკიდებული ხის კონსტრუქციები ყოველწლიურად ზიანდებოდა. სამუშაოებისთვის ქედის მერიამ 40 ათასი ლარი დახარჯა.