ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს

21 ნოე 2018

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გადასინჯვის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადონ.  2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების – ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.