ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

09 დეკ 2018

ევროკავშირმა სახალხო  დამცველთან და გაეროსთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეული გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მულტიმედიური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს.

პროექტში მოცემულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ვიდეო ვერსიები. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად.