გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

15 დეკ 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ქვეყნის წინაშე კეთილშობილი მსახურების, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის  სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.