ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

17 დეკ 2018

კამათი და დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და  ოპოზიციონერ დეპუტატები შეკამათდნენ.  

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე განცხადების გაკეთება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა.