ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

23 დეკ 2018

ცესკოს თავმჯომარედ მეორე ვადით კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.  მან  კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არც ერთმა.