"ნუ მოჭრი! გაახარე" - პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნაძვის ხეები დარგეს

27 დეკ 2018

ნუ მოჭრი! გაახარე - პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განათლების მინისტრთან და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ნაძვის ხეები დარგეს.  განათლების სამინისტროსა და გამწვანების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ყველა საჯარო სკოლის ეზო გამწვანდება.