ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელია ჩაანაცვლა - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიეს

04 თებ 2019

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.

ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ''ქართული ოცნების'' წევრმა, 27 დეკემბერს გააკეთა. 

თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებდა.