საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვოს

21 თებ 2019

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს შესაძლოა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ მის კანონპროექტს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობის რიგებს ნაცვლიშვილიც გამოაკლდება. კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.