პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში

05 მარ 2019

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს პრეზიდენტთან და რაზე გაამახვილებენ ისინი ყურადღებას.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვაა. რეგლამენტის მიხედვით მოხსენების შემდეგ  10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სრული შემადგენლობა დაესწრება. ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წვერები.