პატრიარქის ქადაგება- წირვას სამების ტაძარში პრეზიდენტიც დაესწრო

09 მარ 2019

დღეს ქრისტიანებისთვის მიტევების ანუ შენდობის კვირაა, მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს პატიებას სთხოვენ. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა, საღამოს კი ილია მეორე შენდობის წესს შეასრულებს.

წირვას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და შენდობა ითხოვა.