ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების საკითხს კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა

12 მარ 2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების საკითხს კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა. სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ კითხვები დასვეს.