საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა - იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

19 მარ 2019

მინისტრის საათის ფორმატში   პარლამენტში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. როგორც აღნიშნა, იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.

მისივე თქმით, საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა. წულუკიანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლ ქვეყანათა შორისაა. მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ოპოზიციას მინისტრთან მწვავე კითხვები ჰქონდა.